30 ივლ 2026
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმები და ერთობლივი პროექტები შეაჯამეს.
საუბარი შეეხო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციის ცენტრის გახსნას, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასა და სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით — DRG-ის სისტემით დაფინანსების დანერგვას.
ჯანდაცვის მინისტრმა სილვიუ დომენტეს საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელი გადასცა.