30 ივლ 2026
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით რუსთავში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 81 მილიონამდე ლარით ფინანსდება. ოთხ ახალაშენებულ კორპუსში ამ ეტაპზე ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.
რუსთავის პარალელურად, დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსები ასევე შენდება თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში.