30 ივლ 2026
ხელოვანების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებით მიმართავს.
ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ საჭიროა სამართლებრივი ბაზის შექმნა და მოწესრიგება, რომელიც კანონით უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდანების, ეროვნული ისტორიული გმირების, სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულებების დაცვას შეურაცხმყოფელი ქმედებებისგან.
საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ეს იქნება ბრიტანული კანონის ანალოგი, სადაც სამეფო ოჯახის წევრების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადია.
ჯგუფის წევრები იწყებენ კონსულტაციებს იურისტებთან და მოითხოვენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას.