არქეოლოგიური აღმოჩენა კავიანის ციხეზე

30 ივლ 2026

ახალი აღმოჩენა კავიანის ციხეზე. არქეოლოგებმა მაღალმთიან აჭარაში მდებარე, შუა საუკუნეებით  დათარიღებულ ნაგებობაზე მარანი ხუთი ქვევრით, კლდეში ნაკვეთი წყლის რეზერვუარი, თონე, დარბაზული ტიპის ოთახი და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ნაშთები აღმოაჩინეს.

ციხე, არქეოლოგიური გათხრები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს აჭარისწყლის თავდაცვის სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

სპეციალისტების შეფასებით, ციხის შესწავლის შემდეგ ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერება და მკვლევარებისთვის თავდაცვის მაშინდელ სისტემაზე ახალი დეტალები გახდება ცნობილი. ციხე არქეოლოგების ვარაუდით სამ სართულიანი უნდა ყოფილიყო, იგი დაუმუშავებელი ქვებითაა ნაშენები. 

არქეოლოგიური სამუშაოები მის ტერიტორიაზე პირველად ჩატარდა და იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 25 ათასი ლარით დააფინანსა.