გავრცელებული მასშტაბური ტყის ხანძრების ფონზე, ესპანეთში ექსპერტთა საკონსულტაციო ორგანო შეიქმნა

29 ივლ 2026

ესპანეთის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა ექსპერტთა საკონსულტაციო ორგანოს შექმნა, რომელიც დამოუკიდებელ და სხვადასხვა დარგის ექსპერტიზაზე დაფუძნებულ ანალიზს მოამზადებს, რათა ხელი შეუწყოს კლიმატურ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, – ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის მეცნიერების, ინოვაციებისა და უნივერსიტეტების სამინისტრო ავრცელებს. გადაწყვეტილება ქვეყანაში გავრცელებული მასშტაბური ტყის ხანძრების ფონზე მიიღეს.

უპრეცედენტო მასშტაბის ტყის ხანძრების ფონზე ავილაში, მადრიდსა და ტოლედოში ცეცხლმა 77 000 ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია გაანადგურა. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრად იქცა.