ისრაელმა სამხრეთ ლიბანში 24 სოფელი სრულად გაანადგურა

29 ივლ 2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში 24 ისტორიული სოფელი სრულად გაანადგურა, რომელთა მცხოვრებლები „ჰეზბოლას“ სახელით მოქმედებდნენ.

„ეს არ ყოფილა თითო სახლის განადგურება. ამ სოფლების მთლიანად დანგრევა დასრულებულია. საუბარია 15 000-დან 20 000-მდე სახლზე. 24-ვე სოფელი განადგურებულია, ასევე განადგურებულია ბინტ ჯბეილი, რომელიც ამ ტერიტორიის მიღმა მდებარეობს - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, მსგავსი სტრატეგია გამოიყენა ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში, სადაც მათ „ჰამასის“ ტერორისტული გვირაბებით სავსე ტერიტორიის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორეს.