29 ივლ 2026
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი იყო, რაც კი ორ ლიდერს შორის აქამდე შემდგარა. მან ხაზი გაუსვა მჭიდრო კოორდინაციას ირანისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
ისრაელის ოფიციალური პირის განცხადებით, ლიდერებმა ასევე განიხილეს აშშ-ისა და ისრაელის თანამშრომლობა და სხვადასხვა შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში. მედიისთვის დახურული იყო დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც. უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში შეხვდა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები, დიპლომატიური პროცესის განახლება და მშვიდობის მიღწევის გზები განიხილეს.
ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ პროცესს ახალი სული შთაბეროს. ჩვენი გუნდები შეათანხმებენ შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს. მადლობელი ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა.