29 ივლ 2026
შუახევის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების II მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე შუახევის, ქედისა და ხულოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა თანამედროვე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მიდგომები, წარმატებული პრაქტიკა და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო, ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნასა და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.