29 ივლ 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და სარკინიგზო პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და საქართველოსა და ჩინეთს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას.