იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარმა მიწისძვრამ სულ მცირე 13 ადამიანი იმსხვერპლა

29 ივლ 2026

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.

მიწისძვრის შედეგად ნაწილობრივ ჩამონგრეულ კუმამოტოს სავაჭრო ცენტრში, სადაც ბევრი ადამიანია ჩარჩენილი, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კუმამოტოს პრეფექტურის წარმომადგენლების განცხადებით, ევაკუირებულია 9 872 ადამიანი.

ამასთან, დაახლოებით 36 700 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.