ბათუმში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

29 ივლ 2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში მცენარეთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა და აგრარული სექტორის წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები და პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების საკითხები განიხილეს.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ კლიმატური ცვლილებები მცენარეთა დაცვის მიმართულებით ახალ გამოწვევებს აჩენს, რაც სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო წრეებისა და ფერმერების მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.