29 ივლ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით კვიციანთან ერთად, ქალაქ ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და რეგიონში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას.