29 ივლ 2026
ამ წუთებში ქობულეთში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატებმა 9 საკითხს უნდა უყარონ კენჭი. მათ შორის, უნდა დამტკიცდეს აბაშიძის ქუჩის კონკრეტულ მისამართზე განაშენიანების გეგმა.
ამასთან, დღესვე განკარგულების პროექტი უნდა მიიღონ, რომლითაც განისაზღვრება რამდენიმე ქუჩაზე წლიური საიჯარო გადასახადი.
დღესვე იმსჯელებენ აჭარის მთავრობისთვის, ჩაქვში მდებარე 6 ბინის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. ყველა მათგანი საცხოვრებელი ფართია.
სხდომა გაიხსნა საკითხით, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნას ეხება.