28 ივლ 2026
მოხარული ვართ, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღო Sea Breeze 2026-ში, აშშ-ის ხელმძღვანელობით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში, რომელიც აერთიანებს ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს თავსებადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, წლევანდელი სწავლება ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული.