გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო

28 ივლ 2026, 14:05

0
გაზიარება:

საქართველოს თავდაცვის უწყების გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატმა „3X3 კალათბურთში“ სტარტი აიღო. ტურნირში სულ 19 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ორი გუნდი – სამოქალაქო ოფისიდან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ.

გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. 

ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პარაკალათბურთში საჩვენებელი თამაშიც გაიმართება.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3X3 კალათბურთში“ ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ყოველ წელს ტარდება.