27 ივლ 2026
სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოსდა იდენტიფიცირებულია საქართველოში მყოფი რუსი სამხედრო დამნაშავე ვინმე ივან დებალცინი, რომელსაც მოჰყვა საზოგადოების გამოხმაურებები და ქართული სამართალდამცავებისადმი რეაგირების მოთხოვნის მოწოდებები.
გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ფოტო, სატელეფონო ნომერი, ელ. ფოსტა, პასპორტის ნომერი, მისამართი, სამხედრო ნაწილის ნომერი და ა.შ. გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ პოსტში მითითებული ინფორმაცია გაყალბებულია შემდეგი გარემოებების გამო:
- პოსტში მითითებული სახელის და გვარის მქონე პიროვნებას საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.
- ფოტოში ასახული პიროვნება სახის ამოცნობის სისტემით საზღვარზე არ ფიქსირდება.
- გამოქვეყნებულ ფოტოზე მითითებული წარწერით, ფოტო გადაღებულია დებალცევოს რკინიგზის სადგურზე, საიდანაც სავარაუდოდ აღებულია გაყალბებული გვარი დებალცინი.
- ღია წყაროებში იძებნება 2025 წლის 10 დეკემბერს ტელეგრამში გავრცელებული პოსტი რუს სამხედრო ოფიცერზე სერგეი ნიკოლაის ძე პრიტულაზე, რომლის მიხედვით სწორედ მას ეკუთვნის ზემოაღნიშნულ ყალბ პოსტში მითითებული ყველა მონაცემი სახელის და გვარის გარდა და არა ვინმე ივან დებალცინს სერგეი პრიტულას მონაცემების რეალურობა დასრულდება უკრაინულ საიტ მიტარვორეცზე. ხოლო იგივე საიტზე ივან დებალცინის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ს.პრიტულას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. საკითხს უმრავლესობაშიც ეხმაურებიან.