ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

27 ივლ 2026

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა. დეფორმირებულ კარკასებსა და ვიტრაჟებს ტენდერით გამოვლენილი კომპანიის სპეციალისტები, დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში აღადგენდნენ. ეს იყო  ტაძრის  რეაბილიტაციის მესამე ეტაპი, პირველი და მეორე ეტაპი წინა წლებში განხორციელდა, რომლებიც ფასადებისა და ფერწერის აღდგენას მოიცავდა.

პროექტის სრული ღირებულება 983 ათასი ლარია, საიდანად უშუალოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტი 366 000 ლარია.

ამ ეტაპზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში პროექტის მეოთხე დასკვნით ნაწილზე მუშაობენ, რაც ტაძრის ადაპტირებასა და ეზოს კეთილმოწყობას გულისხმობს.