27 ივლ 2026
საქართველოს მთავრობისა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის მთავარი თემებია ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკაში განხორციელების საკითხები.
ღონისძიების ფარგლებში განიხილავენ წელს განხორციელებულ საკანონმდებლო და სისტემურ ცვლილებებს, ფასთან ინდექსაციის ახალ საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციებს, ასევე სამშენებლო რესურსების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მოწყობილობებისა და საავტომობილო გადაზიდვების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებებს.