27 ივლ 2026
იმერეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა და მათ საქმიანობასა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
დავით სონღულაშვილმა მოინახულა ხილისა და დაფნის გადამუშავებელი საწარმო ,,ახალი ზეკარი“, რომელიც ბაღდათში მდებარეობს. ,,ახალი ზეკარი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. წარმოებული ხილისა და ღვინის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება, ასევე გადის ექსპორტზე ჩინეთში.
მინისტრმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამმუშავებელი მცირე საწარმოც მოინახულა, ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები და მზა პროდუქცია დაათვალიერა.
კომპანიის ,,აპიჯეოს“ წლიური წარმადობა 21 ტონაა და პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გააქვს.