ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 2026 წლის სეზონის მეორე ნაკადს მასპინძლობს

27 ივლ 2026

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 2026 წლის სეზონის მეორე ნაკადს მასპინძლობს. ხუთდღიანი პროგრამის მონაწილეები ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ორგანიზატორების განცხადებით, სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებთან ერთად, განახლებული ბანაკის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ცნობილ სახეებთან შეხვედრებს. ბანაკს ამჯერად პარლამენტის წევრი ზურაბ რურუა და ჟურნალისტი რევაზ ჭიჭინაძე ესტუმრნენ.

პროფესიული გამოცდილების  გაზიარება, ასევე ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა - შეხვედრაზე ამ თემებზეც გამახვილდა ყურადღება. პროექტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს. ბანაკის მიზანი არაფორმალური განათლების, აქტიური დასვენებისა და ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს.