27 ივლ 2026
ბერლინის პოლიციამ დაადასტურა, რომ პრაიდის ღონისძიებაზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. პოლიციამ მას შპანდაუს რაიონში მიაკვლია. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს დანით დაესხა თავს, რის შემდეგაც ადგილზე გაანეიტრალეს.
თავდასხმა პრაიდ-აღლუმზე 25 ივლისის საღამოს მოხდა. ტერორისტი ხალხში მანქანით შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა. გერმანიის კანცლერმა მომხდარი ისლამისტურ ტერორისტულ აქტად შეაფასა.