26 ივლ 2026
საქათრველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი გაიხსნა, ბანაკი 100 სპორტსმენზეა გათვლილი. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.
აკადემიის ხელბურთის სპეციალისტები ბანაკის ფარგლებში მონაწილეებთან ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ ვარჯიშებს ჩაატარებენ. ასევე აკადემიის მწვრთნელები გადაამზადებენ ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი საქართველოში 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იქნება წარმოდგენილი.