26 ივლ 2026
გინესისა და მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენის ნუგზარ გოგრაჭაძის ახალი რეკორდი - 52 წლის ქართველმა სპორტსმენმა კბილებით 286 კილო და 200 გრამის აწევა მოახერხა, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა.
ამით მან ბელგიელი სპორტსმენის რეკორდი მნიშნელოვნად გააუმჯობესა. ბელგიელმა ვალტერ არქეილმა კბილებით 281კილო და 500 გრამი სიმძიმე 1990 წელს ასწია. მონაცემები უკვე გადაიგზავნა გინესის ორგანიზაციაში, საიდანაც ოფიციალურ დასტურს ელოდებიან.
ნუგზარ გოგრაჭაძეს აქამდე უკვე დამყარებული აქვს ოთხი რეკორდი - 18 ტონიანი სატვირთო ავტომობილის კბილებით 228 მეტრზე გაწევა, ასევე კბილებით 220 კილოგრამის სიმძიმის ამოწევა, მატარებლის 5 ვაგონის, საერთო წონით 228 ტონა კბილებით 4,5 მეტრზე გაწევა და 1050 ტონის მატარებლის 12 ვაგონის მხრებით გაწევა. ნუგზარ გოგრაჭაძემ რეკორდი ძლიერ მამაკაცთა შორის შავი ზღვის ღია თასის ფარგლებში დაამყარა.