გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის 15 წლის საიუბილეო საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარადა

26 ივლ 2026

გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის 15 წლის საიუბილეო საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში - ღონისძიება ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის შემოქმედების პატივსაცემად ჩატარდა და ქალაქური სიმღერის მოყვარულები ერთ სცენაზე გააერთიანა.

წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია გურამ თამაზაშვილის დროინდელ სალონურ საღამოებსა და ქართული სუფრის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს დაეთმო. გალა-კონცერტის პროგრამა ქალაქური სიმღერის ცნობილი და საყვარელი ნაწარმოებების შესრულებასთან ერთად, მაყურებლისთვის ნაკლებად ცნობილი ისტორიებითა და საინტერესო ამბებითაც იყო გამდიდრებული.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანია ქალაქური სიმღერის პოპულარიზაცია, ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნება და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემა. გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.