25 ივლ 2026
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი პოლიტიკური შეფასებების თემაა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ სასანქციო პაკეტში საქართველოში მდებარე საწარმოც მოხვდა. საუბარია ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ბრიუსელის შეფასებით, საწარმო რუსულ ნავთობს ამუშავებს და ვაჭრობს. სანქციები ქარხნის მიმართ ჯერ არ ამოქმედდება, საწარმოს ექვსთვიანი ვადა აქვს მიცემული.
როგორც ირკვევა, კერძო მფლობელობაში არსებულ ობიექტთან გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად, ევროკავშირიდან ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
გადაწყვეტილება გაუგებარია ხელისუფლებისთის. მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ დაწესებული სასანქციო რეჟიმის დარღვევასა და სანქციების გვერდის ავლას გამორიცხავს და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს.