25 ივლ 2026
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი მოეწყო, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ, მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა 10 დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან კულტურულ, შემეცნებითა და გასართობ აქტივობებში, ასევე დაათვალიერეს სტამბოლის ისტორიული ღირსშესანიშნაობები.