ნიკა კაპანაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

25 ივლ 2026

17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ბრალდებული ნიკა კაპანაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა. პროკურორის იმფორმაციით, რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით, არ დადასტურებულა ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის საპატიმროში გადაყვანა დღესვე მოხდება.