ინდოეთის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

25 ივლ 2026

 ინდოეთის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მინისტრს   მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები სამედიცინო მისაღები გამოცდების ტესტების გაჟონვაზე პასუხისმგებლობას აკისრებდნენ და მის გადაგდომას მოითხოვდნენ.

 მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება იქს-ზე დაწერა ზუსტად მაშინ, როდესაც პოლიცია ნიუ-დელიში ცრემლსადენ გაზს იყენებდა ახალგაზრდა მომიტინგეების დასაშლელად.
ხელისუფლებამ შეზღუდა ინტერნეტზე წვდომა და 18 მეტროსადგური დაკეტა,  რათა დედაქალაქში მასშტაბური  პროტესტი თავიდან აეცილებინა.

20 ივლისს საპროტესტო აქციების დარბევისას ათობით სტუდენტი დაშავდა, როცა  პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები  და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.