ბელგიაში ნატოს ბაზაზე სტაჟიორი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

25 ივლ 2026

ბელგიის პროკურორის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ჩინური წარმოშობის კანადელი ქალი, რომელიც ბელგიაში, ნატოს ბაზაზე სტაჟიორად მუშაობდა.

„ის ეჭვმიტანილია მესამე ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პირის შესახებ დამატებითი დეტალები, მათ შორის მისი სახელი, ამ ეტაპზე არ გახმაურდება.