25 ივლ 2026
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის VIII გამოშვების ცერემონია გაიმართა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრის ხარისხი 40 მსმენელს მიენიჭა.
საზეიმო ღონისძიებაზე პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები და სიგელები გადაეცათ. ეროვნული თავდაცვის აკადემია ოთხ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა საერთაშორისო ურთიერთობები და სამხედრო დიპლომატია, თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა.
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების გარდა, კურსდამთავრებულებს შორის იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები. სწავლის შესაძლებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.