25 ივლ 2026
ქუთაისში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა.
მრავალფუნქციური სივრცე აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. იდეის ავტორები აცხადებენ, რომ პროექტი ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.
ჰაბში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე ამ სივრცეში ამოქმედდა ტექნოპარკი, სადაც ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტში.