25 ივლ 2026
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილეებთან ერთად, კახეთის რეგიონში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათგან სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან - ერთად სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა.