25 ივლ 2026
გოდერძის ახალგაზრდული ბანაკი 2026, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, დასრულდა.
ბანაკი 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეები ჩაერთნენ საგანმანათლებლო ტრენინგებში, სპორტულ, ინტელექტუალურ და გასართობ აქტივობებში.
2026 წლის ბანაკის მთავარი თემა იყო „ხელოვნური ინტელექტი - XXI საუკუნის მთავარი შესაძლებლობა“, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, მის შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ გამოყენებას. ბანაკის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.