ინდოეთში  სტუდენტები განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

25 ივლ 2026

ოპოზიციურმა პარტიებმა და მემარცხენე სტუდენტურმა ჯგუფებმა ინდოეთის მასშტაბით დემონსტრაციები გამართეს და  განათლების მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.  

საპროტესტო აქციები გაიმართა სრინაგარში, კალკუტაში, მუმბაიში და პუნეში, სადაც დემონსტრანტები ქუჩებში ბანერებითა და ინდოეთის დროშებით გამოვიდნენ, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის და განათლების მინისტრის წინააღმდეგ სლოგანებს სკანდირებდნენ და გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, მთავრობამ დღის ბოლომდე მოითხოვა დრო, რათა უპასუხოს მომიტინგეების მოთხოვნას განათლების მინისტრის გადადგომის შესახებ, რომელსაც  სამედიცინო მისაღები გამოცდების ტესტების გაჟონვასა და საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ არასწორ მენეჯმენტში  ადანაშაულებენ.

 მინისტრის გადადგომის გარდა, სტუდენტების მოძრაობა მოითხოვს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ აღძრული საქმეები შეწყდეს და კომპენსაცია გადაეცეს ათზე მეტი სტუდენტის ოჯახებს, რომლებმაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაისში საგამოცდო ნაშრომების გაჟონვის შემდეგ თავი მოიკლეს.