საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს ​

25 ივლ 2026

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ტყის ხანძრების გამო  მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციართა და ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც   ხელისუფლებამ კაპ ფერეს მთელი ნახევარკუნძულის ევაკუაცია ბრძანა.  

მოხუცები სასწრაფო დახმარების მანქანებით გამოიყვანეს პარამედიკოსებმა.  ტყის ხანძარი მძვინვარებს ესპანეთშიც. მადრიდის მახლობლად უზარმაზარი ხანძრის კერები გაერთიანდა, რამაც ხელისუფლება აიძულა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.

 მიმდინარე წელს ევროპაში ტყის ხანძრებმა უკვე მეტი მიწის ფართობი გაანადგურა, ვიდრე ბოლო ორი ათწლეულის საშუალო წლიური მაჩვენებელია. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება სიცხის ტალღებს, გვალვებსა და ხანძრებს უფრო ინტენსიურს ხდის.