თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზის მუშაობა განახლდა

25 ივლ 2026

საქართველოს რკინიგზისა და თნილისის მეტროს მუშაობა განახლდა.

თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზაში შეფერხება ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო იყო.

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება დილის დაახლოებით 08:00 საათისთვის გაითიშა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ავარიიდან მოკლე დროში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. მათივე განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.