24 ივლ 2026
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს არ წარმოადგენს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო და მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები.