ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა - პოლიტიკური შეფასებები

24 ივლ 2026

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა.  

ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის მიმართ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია, თუმცა იმ დათქმით, რომ სანქციები  მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაწესდება, თუკი პრაქტიკა არ შეიცვლება.

თავის მხრივ, ქარხნის მფლობელმა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ 1 ივლისს განაცხადა, რომ გეგმავს, აგვისტო-სექტემბრიდან სრულად თქვას უარი რუსული ნავთობის გადამუშავებაზე. ფაქტს გამოხმაურება უკვე მოჰყვა საქართველოში.