24 ივლ 2026
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. დოკუმენტი საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს და მას 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212 კი წინააღმდეგი იყო.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, თავდაცვის მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც მომზადებული იქნება სადაზვერვო წყაროებისა და მეთოდების დაცვის მოთხოვნების შესაბამისად; შეისწავლიან საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებს და შეფასდება საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთის ფორმები.