სხდომა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში

24 ივლ 2026

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დღეს პირველი სხდომა გამართა. პაატა კეშელავამ კენჭისყრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი გაიტანა.

საუბარია უსკოს სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც თანხვედრაში უნდა მოვიდეს შესაბამის კანონმდებლობასთან. მათ შორის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტი, არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის წესის განსაზღვრა, ასევე დამკვირვებელთა რეგისტრაციის საკითხი.

უსკოს რამდენიმე დადგენილება კი ძალადაკარგულად გამოცხადდა. სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის მონაწილე 7-ვე წევრმა.