17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, კლინიკაში წაუყენებენ

24 ივლ 2026

ვერაზე 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 42 წლის ნიკა კაპანაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. კაპანაძე ამ დრომდე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მან დაკავებისას სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ხელის მტევნის დაზიანება მიიღო. დიდი ალბათობით, მას ბრალს სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში წაუყენებენ.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაშავებულთა მდგომარეობას, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკა „ჰელსიკორიდან“უახლოეს დღეებში გაეწერება.