ბათუმის საკრებულოს სხდომა

24 ივლ 2026

ბათუმში ამ წუთებში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს განიხილავენ. სხდომაზე გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს წევრებმა იმ კულტურულ და სპორტულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც ბათუმში მიმდინარე წელს ხორციელდება.

აღნიშნეს, რომ ამ კუთხით ძალიან წარმატებული სეზონი იყო ბათუმისთვის და მნიშვნელოვანია ამ საკითხში სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერა. განცხადებების გაკეთების დროს პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა გონიოში ბაღის მშენებლობისთვის მერიას მადლობა გადაუხადა, ასევე გამოეხმაურა ბათუმის ბულვარში მდებარე რესტორანში რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილის ქორწილს გამოეხმაურა, თქვა, რომ რესტორანი უკანონოდ არის აშენებული და იქ მთავრობის წევრების ყოფნა, შერჩევით მიდგომად შეაფასა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ოპოზიციონერს უპასუხეს, რომ რესტორნის მიმართ გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები.  

რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, დღეს დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ ბათუმში, ხიმშიაშვილისა და აეროპორტის გზატკეცილზე მიწის გასხვისების საკითხზე. "ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ".

ასევე "ახალგაზრდული კლიმატური სამოქმედო ფონდის" პროგრამის ფარგლბეში გრანტად მიღების შესახებ.