24 ივლ 2026
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, ეჭვქვეშ დააყენა ვაშინგტონის მიერ ევროპულ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესების საფუძველი და განაცხადა, რომ ბლოკში იძულებითი შრომის კონტროლის სისტემაში ხარვეზების შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა.
კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვაშინგტონისგან განმარტებას მოითხოვს და აღნიშნა, რომ ბლოკმა შეასრულა გასულ წელს მიღწეული ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ახალ ტარიფებს შოკად მიიჩნევს. ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს ახალი ტარიფები დაუწესა 60 სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის ევროკავშირსა და ჩინეთს.
მიღებულ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი აღნიშნულ ქვეყნებში იძულებითი შრომის აკრძალვის წესების არასათანადო აღსრულებით ხსნის.