ჩილეში ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

24 ივლ 2026

13 ადამიანი დაიღუპა და 4 უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა  ჩილეს ცენტრალურ ნაწილში ძლიერი წყალდიდობის შედეგად.  სტიქიამ  წყალმომარაგების   და გზების პარალიზება გამოიწვია.

კატასტროფების პრევენციისა და რეაგირების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ 50-მდე წყლის სატვირთო მანქანა უზრუნველყოფს სასმელი წყლის მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც წყლის გარეშე უკვე მეხუთე დღეა  დარჩენილი.

ჩილეს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კოკიმბოს ცენტრალურ რეგიონში და უასკოს ჩრდილოეთ ატაკამის პროვინციაში.

მეტეოროლოგები რეგიონში უხვი ნალექის სენარჩუნებას მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ.