ანაკლიის აკვატორიაში დღეს მძიმე სამშენებლო ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს

23 ივლ 2026

ანაკლიის აკვატორიაში დღეს მძიმე სამშენებლო ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ზღვაში ხორციელდება მასშტაბური საზღვაო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია ქართველ პარტნიორებთან ერთად ასრულებს.  

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელებთან ერთად უმასპინძლა.