საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 34 წლის იუბილე

23 ივლ 2026

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 34 წლის იუბილე სენაკში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ტერიტორიაზე აღინიშნა.

სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს  ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.

ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს ქვედანაყოფის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ უწყებისთვის მნიშვნელოვანია მე-2 ქვეითი ბრიგადის გაძლიერება, სამხედროების პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვა.

გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საკუთარ სიტყვაში თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  ღონისძიებაზე სამხედროები უწყებრივი მედლებით: „გენერალი კვინიტაძე“  და „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.