ივანე აბაშიძემ მსოფლიო ბანკისა და ADB-ის წარმომადგენლებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო

23 ივლ 2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო, რაც მნიშვნელოვანია მათ მიერ პროექტის სამომავლო მხარდაჭერისა და ჩართულობის თვალსაზრისით.

მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მისიების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ქვეყნის საპორტო, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების მიმდინარეობის გასაცნობად არიან ჩამოსული, “ლენდლორდის” მოდელის უპირატესობა და ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სამთავრობო ხედვა გააცნო.