23 ივლ 2026
,,დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“, განაცხადა ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა, - ასე გამოეხმაურა ცოტნე ანანიძე ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან გაკეთებულ განცხადებას.
,,დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“, — განაცხადა დღეს TV იმედის, TV იბერიისა და TV-25-ის დამრბეველმა, ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა. იმ ფონზე, როცა, ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს", - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ვახოს არჩევა, რა თქმა უნდა დაშინებას და სხვებისთვის მაგალითის მიცემას ემსახურება, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს დიდი გეგმის განხორციელების დაწყებას. არ არის ორი მიზანი, პირველი - დიქტატურა აპირებს ტელევიზიების მოხურვას და ამავე დროს აპირებს შეაჩეროს ჟურნალისტების სოციალურ მედიაში გადანაცვლების დაწყებული პროცესი".