23 ივლ 2026
გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ პროცესს ქართული მხარე ათი თვის განმავლობაში ელოდებოდა.
ალექსანდრე კარტოზია ელჩად 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა. საქართველო-გერმანიის ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა.
მმართველი გუნდში ახალ ურთიერთობებზე იმედისმომცემი მოლოდინები აქვთ, საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გერმანიასთან წლების განმავლობაში არსებული მეგობრული ურთიერთობა ქართული ოცნების არასწორმა რიტორიკამ დააზარალა.