დააკავეს პირი, რომელმაც მარნეულში ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლე დაჭრა 

23 ივლ 2026

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.  ინციდენტისას  დაზიანება ასევე მიიღო ბრალდებულის დედამაც. 
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებულის სახით დააკავეს,  დანაშაულის ჩადენის იარაღი  დანა, კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს, 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.